Wednesday, March 17, 2010

პროექტი

                                                   გადავარჩიინოთ გარემო (დედამიწის დღე)

პროექტის მოკლე აღწერა: 22 აპრილი მსოფლიოში მიღებულია როგორც დედამიწის დღე. ბოლოდროინდელი ბუნებრივი კატასტროფები მიგვანიშნებს, რომ ჩვენგან მეტი ზრუნვა სჭირდება გარემოს და ეს ზრუნვა ყველას ვალია მათ შორის სკოლის მოსწავლეებისაც .

პროექტის სრული აღწერა:  პროექტი ითველისწინებს მასწავლებელების მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჩაბმას ჩვენი უბნის, ქუჩის, ჩვენი სკოლის მიდამოების გასუფთავებისა და გამწვანებისა და მოვლა–პატრონობის საქმეში.

მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი

ვადა: 21 მარტი – 22აპრილი (ერთი თვე)

ჩასატარებელი აქტივობები: სკოლაში გამოცხადდება დედამიწის დღისადმი  მიძღვნილი დღეები, აიფურცლება ყოველი დღე თვალსაჩინო კალენდარზე, ,გამოცხადდება შეჯიბრი „მწვანე კლასი“. აქტუალობის გასამძაფრებლად მოსწავლეები გადაიღებენ სურათებს დაბინძურებულ ქუჩებსა თუ მდინარეზე. ეს სურათები გამოიფინება სკოლის დარბაზში. მოსწავლეები კლასებში მოემზადებიან კომფერენციისათვის სათაურით „გარემო, სადაც მე ვცხოვრობ“, მიეცემათ დავალება,საკონფერენციოდ წარმოადგინონ ჩანახატები, თემები, ლექსები, ნახატები, ნაძეწები,ფოტოსურათები, რომელიც შინაარსით შეეხბა  ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ნარგავების მნიშვნელობას ჩვენი ჯანმრთელი მომავლის საქმეში. საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად, მოსწავლეები გამოიყენებენ ისტ–ის საშუალებებს.,

ჩვენი სკოლის ეზოში დავრგავთ ყვავილებს,სათანადო ორგანოებს  ვთხოვთ ჩვენს სკოლას გამოუყონ ნერგების  გარკვეული რაოდენობა და ადგილი, სადაც მოსწავლეები ნერგებს დარგავენ .ჩვენს სკოლასთან არის პატარა, მაგრამ ლამაზი სკვერი,ამ სკვერში ხეების ვარჯს შევათეთრებთ კირით,შემოვუბარავთ , გავსხლავთ , გავმარგლავთ, გავასუფთავებთ სარეველა მცენარეებისაგან. გავაკეთებტთ კედლის გაზეთს იმ აქტივობების ამსახველი მასალით, რომელიც გავწიეთ ამ დროის განმავლობაში. ყველაზე აქტიურ კლასს გადაეცემა დროშა და სიგელი.

მოსალოდნელი შედეგები: გასუფთავდება გარემო, ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ბავშევებს დღის წესრიგში დადგება გარემოს დაცვის აუცილებლობა

სატგებელი სხვებისთვის:   პარკში ისვენებენ არამარტო მოსწავლეები,  არამედ ადგილობრივი მოსახლეობა და ბავშვები.მათ შეეძლებათ ისიამოვნონ სუფთა გარემოთი. დარგული ნერგები კი გაიზრდება და ყველა მოსწავლე იამაყებს თავისი წვლილით, ტომელიც შეიტანა გარემოს დაცვის საქმეში.         


  



















Tuesday, March 16, 2010