Saturday, October 11, 2014

მერვე დღე

მოდული 6. შევქმენით დიფერენცირებული სწავლების რესურსი. შევქმენით სკაფოლდინგის ნიმუში.

განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებულ ოთხ დონე:
  • შინაარსი
  • პროცესი
  • პროდუქტები
  • სასწავლო გარემო 
განვიხილეთ ვიზუალური, აუდიო, კინესთეტიკური სწავლების სტილი

Sunday, October 5, 2014

მეშვიდე დღე

მეშვიდე დღეს გავიარეთ მოდული 5.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის შევქმენი შეფასების  რუბრიკა, განვსაზღვრე ყველა კრიტერიუმისთვის ხვედრითი წონა.

Saturday, October 4, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღეს  გავიარეთ ბლოგზე სურათების დადება, ბლოგის ფონის შეცვლა, ბლოგის რედაქტირება.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.- ვისაუბრეთ  სსაბაზისო უნარ-ჩვევებზე, სასწავლო პროცედურებზე.
დავიწყეთ მუშაობამოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.

Sunday, September 28, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, შეფასების დროის ჩარჩო, დავიწყეთ და დავამთავრეთ მე-3 მოდული - საავტორო  უფლებების ქაოსი, ვნახეთ შესაბამისი სლაიდშოუ,ვისწავლეთ გუგლ-ჩატში დამატება, youtube-დან ვიდეოს გადმოტანა, მეხუთე დღის პრეზენტაცია ავტვირთეთ დრაივით და ბლოგზე გამოვაქვეყნეთ

ჩემი პროექტის პრეზენტაცია

Wooden movable-type printing of China

Saturday, September 27, 2014

მეოთხე დღე

მეორე მოდულის გაგრძელება- ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე.
მოვიფიქრეთ საკვანძო  კითხვები. ხუთი მიზნიდან გამომდინარე დავგეგმეთ შეფასებების კრიტერიუმები. განმავითრებელი და  განმსაზღვრელი შეფასებების ფორმები განვიხილეთ.

Friday, September 19, 2014

მეორე დღე

მეორე დღე დაიწყო  შესწავლილი მასალის გამეორებით. მე მოვისმინე ინფორმაცია, რომ ეს კურსი არის 36 საათიანი და ვისწავლით ბევრ სასარგებლო რამეს.
წარმოვადგინეთ  მონახაზი თუ ვინ რა პროექტს გეგმავს სამომავლოდ და როგორ გვესახება  მისი განხორციელება
მეორე დეს ვისაუბრეთსასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვაზე, ვისწავლეთ პოსტის გამოქვეყნება, ვისწავლეთთუ როგორ გავაკეთოთ რეფლექსია ბლოგზე. ამასთანავე გავაკეთეთ კომენტარები მონაწილეებს,
შემდეგი ეტაპი იყო მოსწავლის  მშობლის ბუკლეტის შექმნა. მოვიძიეთ სურათები შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში შესაბმის ფოლდერში . მუშაობა საკმაოდ საინტერესო იყო.

Wednesday, March 17, 2010

პროექტი

                                                   გადავარჩიინოთ გარემო (დედამიწის დღე)

პროექტის მოკლე აღწერა: 22 აპრილი მსოფლიოში მიღებულია როგორც დედამიწის დღე. ბოლოდროინდელი ბუნებრივი კატასტროფები მიგვანიშნებს, რომ ჩვენგან მეტი ზრუნვა სჭირდება გარემოს და ეს ზრუნვა ყველას ვალია მათ შორის სკოლის მოსწავლეებისაც .

პროექტის სრული აღწერა:  პროექტი ითველისწინებს მასწავლებელების მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჩაბმას ჩვენი უბნის, ქუჩის, ჩვენი სკოლის მიდამოების გასუფთავებისა და გამწვანებისა და მოვლა–პატრონობის საქმეში.

მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი

ვადა: 21 მარტი – 22აპრილი (ერთი თვე)

ჩასატარებელი აქტივობები: სკოლაში გამოცხადდება დედამიწის დღისადმი  მიძღვნილი დღეები, აიფურცლება ყოველი დღე თვალსაჩინო კალენდარზე, ,გამოცხადდება შეჯიბრი „მწვანე კლასი“. აქტუალობის გასამძაფრებლად მოსწავლეები გადაიღებენ სურათებს დაბინძურებულ ქუჩებსა თუ მდინარეზე. ეს სურათები გამოიფინება სკოლის დარბაზში. მოსწავლეები კლასებში მოემზადებიან კომფერენციისათვის სათაურით „გარემო, სადაც მე ვცხოვრობ“, მიეცემათ დავალება,საკონფერენციოდ წარმოადგინონ ჩანახატები, თემები, ლექსები, ნახატები, ნაძეწები,ფოტოსურათები, რომელიც შინაარსით შეეხბა  ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ნარგავების მნიშვნელობას ჩვენი ჯანმრთელი მომავლის საქმეში. საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად, მოსწავლეები გამოიყენებენ ისტ–ის საშუალებებს.,

ჩვენი სკოლის ეზოში დავრგავთ ყვავილებს,სათანადო ორგანოებს  ვთხოვთ ჩვენს სკოლას გამოუყონ ნერგების  გარკვეული რაოდენობა და ადგილი, სადაც მოსწავლეები ნერგებს დარგავენ .ჩვენს სკოლასთან არის პატარა, მაგრამ ლამაზი სკვერი,ამ სკვერში ხეების ვარჯს შევათეთრებთ კირით,შემოვუბარავთ , გავსხლავთ , გავმარგლავთ, გავასუფთავებთ სარეველა მცენარეებისაგან. გავაკეთებტთ კედლის გაზეთს იმ აქტივობების ამსახველი მასალით, რომელიც გავწიეთ ამ დროის განმავლობაში. ყველაზე აქტიურ კლასს გადაეცემა დროშა და სიგელი.

მოსალოდნელი შედეგები: გასუფთავდება გარემო, ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ბავშევებს დღის წესრიგში დადგება გარემოს დაცვის აუცილებლობა

სატგებელი სხვებისთვის:   პარკში ისვენებენ არამარტო მოსწავლეები,  არამედ ადგილობრივი მოსახლეობა და ბავშვები.მათ შეეძლებათ ისიამოვნონ სუფთა გარემოთი. დარგული ნერგები კი გაიზრდება და ყველა მოსწავლე იამაყებს თავისი წვლილით, ტომელიც შეიტანა გარემოს დაცვის საქმეში.         


  



















Tuesday, March 16, 2010